Tsintsa.Ge Logo
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • რატომ ჩვენ?
  • სერვისები
    • SEO ოპტიმიზაცია
    • საიტის დამზადება
    • სოციალური ქსელების მართვა
    • ფოტო და ვიდეო გადაღება
    • გრაფიკული დიზაინი
    • 3D ვიზუალიზაცია
  • მომსახურება
  • პორტფოლიო
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • English
  • Russian
  • English
  • Russian
Tsintsa.Ge Logo
Tsintsa.Ge Logo
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • რატომ ჩვენ?
  • სერვისები
    • SEO ოპტიმიზაცია
    • საიტის დამზადება
    • სოციალური ქსელების მართვა
    • ფოტო და ვიდეო გადაღება
    • გრაფიკული დიზაინი
    • 3D ვიზუალიზაცია
  • მომსახურება
  • პორტფოლიო
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • English
  • Russian

SEO ოპტიმიზაცია

ყოველი ერთი წუთის განმავლობაში, მხოლოდ Google-ის საძიებო სისტემაში, დაახლოებით, 3.8 მილიონი ძიება ხორციელდება. დიახ, საძიებო სისტემების გამოყენებით, ყოველ წუთში მილიონობით ადამიანი ეძებს კითხვებზე პასუხს,  სასურველ პროდუქტს, სხვადასხვა ტიპის სერვისებს, უამრავ რამეს. მაშასადამე, გუგლმა ყველაფერი იცის. იცის, რამდენი რამ გვაინტერესებს ადამიანებს ყოველდღიურად და რა სწრაფად გვჭირდება ამ კითხვებზე ადეკვატური და ზუსტი პასუხები. შესაბამისად, საძიებო სისტემა გუგლი ძალიან უფრთხილდება „მაძიებლებს“, პატივს სცემს მათ დროს და მთელ ალგორითმს მათი კომფორტული გამოცდილებისკენ მიმართავს.

მაძიებელთა აბსოლუტური უმრავლესობა  დასმულ შეკითხვაზე პასუხს ძიების შედეგების პირველსავე გვერდზე ათვალიერებს და ძალიან იშვიათად თუ გადადის მეორე და მომდევნო გვერდებზე. მეტსაც გეტყვით, ძიებისას მომხმარებელთა 25%-ზე მეტი საძიებო სისტემაში გამოტანილი პირველივე ბმულით, პირველივე რეზულტატით ინტერესდება და დანარჩენ შედეგებს აღარ ნახულობს. მიზეზი მარტივია, საძიებო სისტემები ცდილობენ, მომხმარებლებს ძებნაში  მინიმალური დრო და ძალისხმევა დახარჯვინონ და დასმულ შეკითხვაზე სრულყოფილი პასუხი პირველსავე გვერდზე შესთავაზონ.

რის მიხედვით ადგენს საძიებო სისტემის ალგორითმი, თუ რომელი ვებგვერდი უნდა გამოიტანოს კონკრეტულ საძიებო სიტყვაზე პირველ, მეორე ან მესამე ადგილას?

ალგორითმი ე.წ. Crawler-ების მეშვეობით ამოწმებს ვებ-გვერდს, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განსაზღვრავს, აკმაყოფილებს თუ არა ვებგვერდის ოპტიმიზირების დონე ამ კრიტერიუმებს, რამდენად სჯობს აღნიშნული გვერდი კონკურენტ ვებგვერდებს და შემდგომ უკვე, ამ მონაცემების ანალიზის შედეგად,ანიჭებს ვებგვერდს ადგილს საძიებო სისტემებში.

ზრდის ბიზნესის სანდოობას

მიიჩნევა, რომ ის ვებგვერდები, რომლებიც საძიებო სისტემებში მოწინავე ადგილებს იკავებს, , მაღალი ხარისხისა და სანდოობის სტანდარტებს პასუხობს, შესაბამისად, იზრდება სანდოობის კოეფიციენტი ამ ბიზნესისადმი.

არ მოითხოვს ბიუჯეტს

თუ ბიზნესი ვებგვერდის ოპტიმიზაციას საკუთარი ძალებით დააპირებს, მას, დროის გარდა, არანაირი სასტარტო ბიუჯეტის გამოყოფა არ დასჭირდება, განსხვავებით სხვა მარკეტინგული სტრატეგიებისგან, როგორიც არის, მაგალითად: PPC (Pay-Per-Click) ედვერთაიზინგი. ვებგვერდის SEO  ხელსაწყოების გამოყენებით ოპტიმიზაციის მთავარი ღირებულება ის არის, რომ საძიებო სისტემის ბოტი 24/7-ზე ამოწმებს დაინდექსებულ გვერდებს და ხელს უწყობს საინტერესო, სასარგებლო და რელევანტური ქონთენთის მოწინავე პოზიციებზე სრულიად უსასყიდლოდ, სწრაფად გამოჩენას.

რეკლამა 24/7-ზე

საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის შედეგები არ არის მოქცეული დროის გარკვეულ მონაკვეთში და არ წყვეტს პროგრესს ბიუჯეტის გახარჯვის შემდგომ, განსხვავებით ციფრული რეკლამირების სხვა მოდელებისგან. საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის შედეგად ვებგვერდის მიღწევები ხელმისაწვდომია და სწორი SEO მარკეტინგის შედეგად უმჯობესდება 24/7-ზე.

SEO ოპტიმიზაცია ზრდის PPC კამპანიების წარმატებას

ფასიანი საძიებო სისტემების ედვერთაიზინგი (PPC მოდელი) და SEO არაჩვეულებრივად მუშაობს ერთდროულად. ფასიანი ძიების შედეგებსა და ორგანული ძიების შედეგებში მოწინავე პოზიციებზე ყოფნა დამატებით შესაძლებლობებს აძლევს პოტენციურ მომხმარებლებს, ეწვიონ თქვენს ვებვერდს.

ეხმარება ბიზნესს, მისწვდეს მეტ მომხმარებელს

SEO-ს მეშვეობით ბიზნესს შეუძლია, თავისი სერვისები თუ პროდუქტები მიმართოს არა ერთი, არამედ, ერთდროულად, რამდენიმე მიზნობრივი აუდიტორიისაკენ და, ამ პროცესის ეფექტურად განხორციელების შემთხვევაში, ერთდროულად და თანაბრად მისწვდეს იმ მომხმარებლებს, რომლებსაც შეიძლება, მისი პროდუქცია აინტერესებდეთ.

SEO ოპტიმიზაცია ვებსაიტზე ნავიგაციას ხდის უფრო მარტივს და კომფორტულს

ვებგვერდის საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ვებგვერდის მოხმარების გამოცდილების გაუმჯობესებაა. ხარისხიანი ქონთენთი, ჩატვირთვის სისწრაფე და მობილურ მოწყობილობებზე მორგებული ვებგვერდი ისევე მნიშვნელოვანია მოხმარებლებისთვის, როგორც საძიებო სისტემების ალგორითმებისთვის.

მეტი გამომწერი სოციალურ ქსელებში

იდეა ძალიან მარტივია – რაც უფრო მეტი ორგანული ტრაფიკი აქვს ვებგვერდს საძიებო სისტემებიდან, მით მეტმა ადამიანმა იცის იმ კომპანიის საქმიანობის/პროდუქტის შესახებ და თუ მომხმარებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კომპანია საინტერესო ქონთენთს სთავაზობს აუდიტორიას, მაშინ ეცდება, ყველა შესაძლო წყაროდან მიიღოს ინფორმაცია კომპანიაზე და გაეცნოს მის სიახლეებს. სოციალური ქსელები კი ინფორმაციის გაზიარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ეს თავის მხრივ დაგეხმარებათ სოციალური მედია მარკეტინგის ეფექტურად მართვაში.

SEO ოპტიმიზაცია, როგორც გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგია

ვებგვერდის საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია მოითხოვს რეგულარულ სამუშაოების ჩატარებას ოპტიმალური შედეგების მისაღწევად და რაც მეტი დროის განმავლობაში მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები, შედეგიც მით უფრო შთამბეჭდავია. აქედან გამომდინარე, მინიმალური ვადა, ვიდრე კომპანია SEO-ს ჯადოსნობის პირველი შედეგების დანახვას შეძლებს, დაახლოებით, 6 თვეს მოიცავს. მართალია, მოწინავე პოზიციებზე გამოჩენას დრო სჭირდება, თუმცა კარგი ამბავი ის გახლავთ, რომ ამ პოზიციებიდან დაქვეითებასაც არანაკლები დრო სჭირდება (თუ მეტი არა).

Tsintsa.Ge გთავაზობთ ვებ-გვერდის SEO ოპტიმიზაციის სრულ აუთსორსს, სადაც ჩვენი 5+ წლიანი გამოცდილების SEO სპეციალისტები იზრუნებენ თქვენი ვებგვერდის SEO ოპტიმიზაციაზე, შექმნიან თქვენზე მორგებულ სტრატეგიას. ინდივიდუალურად, თქვენს წარმოებასა და ნიშაზე მორგებული ხედვისა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომის დამსახურებით შეძლებთ, სწორი კომუნიკაცია გქონდეთ მომხმარებლებთან, უამბოთ თქვენი წარმოების, პროდუქტისა თუ ხედვების შესახებ, თქვენი ბიზნესი კი მყარ მოწინავე პოზიციებზე დადგეს საძიებო სისტემაში.

  • ნავიგაცია

    • ჩვენ შესახებ

    • რატომ ჩვენ?

    • სერვისები

    • პორტფოლიო

    • ბლოგი

    • კონტაქტი

  • სერვისები

    • SEO ოპტიმიზაცია

    • საიტის დამზადება

    • სოციალური ქსელების მართვა

    • ფოტო და ვიდეო გადაღება

    • გრაფიკული დიზაინი

    • 3D ვიზუალიზაცია

  • კონტაქტი

    • 31 პეტრე ქავთარაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო

    • +995 591 01 11 40

    • info@tsintsa.ge

Facebook Instagram Linkedin Email

დამზადებულია Tsintsa.Ge -ს მიერ © 2022-2025 ყველა უფლება დაცულია.