მობილური აპლიკაციები

მობილური აპლიკაცია დღეს ბიზნესის აუცილებელი ინსტრუმენტია. ჩვენ ვქმნით მაღალი ხარისხის iOS და Android აპლიკაციებს React Native და Flutter ტექნოლოგიებით. ერთი კოდბაზით - ორ პლატფორმაზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს და დეველოპმენტის დროს.

ორი სმარტფონის სკულპტურული ილუსტრაცია - მობილური აპლიკაციები
დეტალურად

მობილური აპლიკაციები - რას ნიშნავს ჩვენთან

მობილური აპლიკაცია მაშინ ღირს, როცა მომხმარებელი თქვენთან ხშირად ბრუნდება - შეკვეთა, ჯავშანი, ლოიალობის ბარათი ან პერსონალური ანგარიში. თუ ვიზიტი წელიწადში ერთხელაა, ხშირად სწორი პასუხი მობილურზე მორგებული საიტია და ამას პირდაპირ გეტყვით. ვმუშაობთ როგორც კროს-პლატფორმულ (React Native), ისე ნეიტივ გადაწყვეტილებებზე: კროს-პლატფორმა ერთი კოდის ბაზით ორივე მაღაზიას ფარავს და იაფად ჯდება, ნეიტივი კი მაშინ გვჭირდება, როცა აპლიკაცია მოწყობილობის შესაძლებლობებს ინტენსიურად იყენებს.

1

პროტოტიპი კოდამდე

ეკრანების ინტერაქტიული პროტოტიპი, რომელზეც შენიშვნებს ჯერ კიდევ იაფად ვასწორებთ.

2

ერთი კოდი, ორი მაღაზია

React Native ამცირებს როგორც ვადას, ისე მომავალი განახლებების ხარჯს.

3

მაღაზიაში განთავსება

App Store-სა და Google Play-ზე ატვირთვა, აღწერები და სავალდებულო მოთხოვნები ჩვენზეა.

4

განახლებები გაშვების შემდეგ

შეცდომების გასწორება და ახალი ფუნქციები დაგეგმილი რელიზებით.

რა შედის სერვისში

ფუნქციონალი

  • iOS და Android აპლიკაციები (React Native / Flutter)
  • ინტუიციური UI/UX დიზაინი მობილურისთვის
  • Push შეტყობინებები და რეალ-ტაიმ ჩატი
  • ონლაინ გადახდის ინტეგრაცია (BOG
  • TBC
  • Stripe)
  • GPS ლოკაცია და რუქების ინტეგრაცია
  • App Store და Google Play პუბლიკაცია
  • ოფლაინ რეჟიმის მხარდაჭერა
  • ანალიტიკა (Firebase
  • Mixpanel)
როგორ ვმუშაობთ

სამუშაო პროცესი

  1. 01

    კონცეფცია

    ვადგენთ აპლიკაციის ფუნქციონალს და მომხმარებლის ნაკადებს.

  2. 02

    დიზაინი

    ვქმნით მობილურ UI/UX დიზაინს და პროტოტიპს.

  3. 03

    დეველოპმენტი

    ვაშენებთ აპლიკაციას კროს-პლატფორმული ტექნოლოგიით.

  4. 04

    ტესტირება

    ვატესტებთ რეალურ მოწყობილობებზე და ვასწორებთ ბაგებს.

  5. 05

    პუბლიკაცია

    ვატვირთავთ App Store-სა და Google Play-ზე.

ხშირად დასმული კითხვები

კითხვები მობილური აპლიკაციები-ზე

iOS და Android ცალკე იხდება?

კროს-პლატფორმული აპლიკაციის შემთხვევაში ორივე ერთ პროექტში შედის; ნეიტივ დამზადებისას თითოეული ცალკე პროექტია.

რამდენი დრო სჭირდება აპლიკაციას?

მარტივი აპლიკაცია 6-8 კვირა, საშუალო სირთულის - 3-4 თვე. ზუსტი ვადა ფუნქციონალის სიიდან გამომდინარეობს.

ვის რჩება მაღაზიის ანგარიში?

დეველოპერული ანგარიში თქვენს სახელზე იხსნება - აპლიკაცია თქვენი საკუთრებაა.

საჭიროა თუ არა ცალკე ბექენდი?

თუ მონაცემები სერვერზე უნდა ინახებოდეს - დიახ; ხშირად არსებული საიტის API-ს გამოყენებაც შესაძლებელია.

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდით უფასო კონსულტაციისთვის და ერთად დავგეგმოთ თქვენი პროექტი.