სოციალური ქსელების მართვა
სოციალური ქსელები დღეს ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია. ჩვენ ვმართავთ თქვენს Facebook, Instagram, TikTok და LinkedIn ანგარიშებს პროფესიონალურად - ვქმნით კონტენტს, ვატარებთ სარეკლამო კამპანიებს და ვზრდით თქვენი ბრენდის ცნობადობას.
სოციალური ქსელების მართვა - რას ნიშნავს ჩვენთან
სოციალური ქსელი ბიზნესისთვის მაშინ მუშაობს, როცა უკან სტრატეგია დგას - ვინ არის აუდიტორია, რა ტონით ველაპარაკებით მას და რა მოქმედებას ველოდებით პოსტის შემდეგ. ქაოტური პოსტინგი ლაიქებს თუ მოიტანს, გაყიდვას იშვიათად. ჩვენ ვიღებთ გვერდის სრულ მართვას: კონტენტ-გეგმა, ვიზუალები, ტექსტები, გამოქვეყნების გრაფიკი, კომენტარებსა და შეტყობინებებზე პასუხი და სარეკლამო კამპანიები. თვის ბოლოს იღებთ ანგარიშს - რა იმუშავა და რას ვცვლით შემდეგ თვეში.
კონტენტ-გეგმა თვის დასაწყისში
წინასწარ იცით, რა გამოქვეყნდება - შეთანხმების შემდეგ, არა ფაქტის წინაშე.
ვიზუალი ბრენდის სტილში
ერთიანი ვიზუალური ენა, რომელიც თქვენს საიტსა და სარეკლამო მასალას ეხმიანება.
რეკლამა ბიუჯეტის კონტროლით
Meta და Google კამპანიები მკაფიო მიზნით - მიმდევარი, შეტყობინება თუ გაყიდვა.
კომუნიკაცია კლიენტთან
კომენტარსა და შეტყობინებაზე პასუხი სამუშაო საათებში, თქვენი ბრენდის ტონით.
ფუნქციონალი
- კონტენტ-კალენდრის შედგენა
- პროფესიონალური პოსტების დიზაინი
- Facebook & Instagram სარეკლამო კამპანიები
- აუდიტორიის ანალიზი და ტარგეტინგი
- კომენტარებისა და შეტყობინებების მართვა
- ინფლუენსერ მარკეტინგი
- ყოველთვიური ანალიტიკა და ანგარიშგება
- A/B ტესტირება კამპანიებზე
სამუშაო პროცესი
- 01
სტრატეგია
ვქმნით სოციალური ქსელების სტრატეგიას თქვენი ბიზნესისთვის.
- 02
კონტენტი
ვქმნით ვიზუალურ და ტექსტურ კონტენტს.
- 03
პუბლიკაცია
ვაქვეყნებთ კონტენტს ოპტიმალურ დროს.
- 04
რეკლამა
ვატარებთ მიზნობრივ სარეკლამო კამპანიებს.
- 05
ანალიტიკა
ვაანალიზებთ შედეგებს და ვაუმჯობესებთ სტრატეგიას.
კითხვები სოციალური ქსელების მართვა-ზე
რომელ პლატფორმებზე მუშაობთ?
Facebook, Instagram, TikTok და LinkedIn - არჩევანს თქვენი აუდიტორია განსაზღვრავს, არა ტრენდი.
სარეკლამო ბიუჯეტი ცალკე იხდება?
დიახ. ჩვენი მომსახურების საფასური და პლატფორმის სარეკლამო ბიუჯეტი ცალ-ცალკეა - ბიუჯეტს პირდაპირ Meta ან Google იღებს.
კონტენტს თქვენ ქმნით თუ ჩვენგან იღებთ?
ორივე ვარიანტი მუშაობს: შეგვიძლია სრულად ჩვენ შევქმნათ, ან თქვენი მასალა დავამუშაოთ და გამოსაქვეყნებლად მოვამზადოთ.
რამდენი პოსტი შედის თვეში?
სტანდარტული პაკეტი 12-16 პოსტსა და 20-მდე სთორის მოიცავს; მოცულობა შეთანხმებით იცვლება.
სხვა სერვისები
დაინტერესდით?
დაგვიკავშირდით უფასო კონსულტაციისთვის და ერთად დავგეგმოთ თქვენი პროექტი.